სამეცნიერო სიმპოზიუმის – „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ – ფარგლებში, 10 მაისს, 11:00 საათზე, თსუ II კორპუსის 129-ე აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია, რომელსაც გაუძღვებიან უცხოელი პროფესორები პოლონეთიდან, კერძოდ სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტიდან - სამართლის დოქტორი ფშემისლავ კიერონჩიკი და სამართლის დოქტორი ტომაშ კენტი. უცხოელ პროფესორებთან ერთად მოხსნებებით წარსდგებიან აგრეთვე თსუ-ის პროფესორები.
მოხსენებების წარმოდგენის შემდეგ პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი გამართავს მოსამზადებელ შეხვედრას პანელური დისკუსიების ჩასატარებლად, რათა სამეცნიერო სიმპოზიუმში მონაწილე დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მიეწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის ტექნიკური დეტალები პანელურ დისკუსიებში მონაწილეობისთვის უზრუნველსაყოფად.